„მანჩსეტერის“ თავდასხმელმა ჟურნალისტებს გუნდის ახალწვეულების შესახებ თავისი შთაბეჭდილებების შესახებ მოუყვა.
უეინ რუნის თქმით, ბასტიან შვაინშტაიგერის, მორგან შნაიდერლინის, მემფის დეპაის, მატეო დარმიანის და სერხიო რომეროს მოსვლით, „იუნაიტედი“ მნიშვნელოვნად გაძლიერდა.
„ძალიან მაღალი დონის ფეხბურთელები დავიმატეთ. ვფიქრობ, ახლა გვაქვს შანსი მომავალ სეზონში წარმატებისთვის ვიბრძოლოთ. ახლა ვმუშაობთ იმაზე, რომ უკეთ გავიცნოთ ერთმანეთი და შევთამაშდეთ“, - განაცხადა რუნიმ.