კალათბურთის საერთაშორისო ფედერაციამ რუსეთის ყველა ასაკობრივი ნაკრები საერთაშორისო ტურნირებიდან მოხსნა.
რუსეთის კალათბურთის ფედერაციაში ამის შესახებ ოფიციალური წერილი მივიდა და მიზეზად კალათბურთის ფედერაციაში არაკანონიერი საარჩევნო-საანგარიშო ყრილობის გამართვის შედეგად ატეხილი სკანდალი სახელდება.
ფიბას აღმასრულებელი კომიტეტი აღნიშნულ საკითხს ტოკიოში 8-9 აგვისტოს დანიშნულ სხდომაზე განიხილავს, სადაც რუსეთის კალათბურთის ფედერაციის წარმომადგენლებიც იქნებიან, რის შემდეგაც საბოლოო გადაწყვეტილება იქნება მიღებული.
იქამდე კი რუსეთის 18-წლამდე ნაკრები ევროპის ქალთა ჩემპიონატს გამოტოვებს, რომელიც სტარტს ხვალ აიღებს.