17 ნოემბერი 2024,   15:05
ვრცლად
თბილისი2015 - მეხუთე დღის განრიგი
დღეს ახალგაზრდულ ოლიმპიურ ფესტივალზე, თბილისი2015, ბოლოსწინა საშეჯიბრო დღე გაიმართება.
 
ქართველი გულშემატკივრის ყურადღება კვლავაც შოთა ჩოჩიშვილის სახელობის ძიუდოს აკადემიისკენ იქნება მიპყრობილი, სადაც მედლების სამი კომპლექტი გათამაშდება.
 
გოგონებში 63 და 70 კილოგრამ წონით კატეგორიებში, ხოლო ვაჟებში – 81 კილოგრამში.
 
საქართველოს ნაკრების შემადგენლობაში ნათია მიქაბერიძე და გოგა ქევხიშვილი იჭიდავებენ.
 
წინასწარი ეტაპის შეხვედრები 11 საათიდან დაიწყება.
 
16:00 საათიდან მძლეოსნობის არენაზე (ახალი თბილისის ტერიტორია) ფინალური ეტაპი გაიმართება, სადაც ორი ქართველი სპორტსმენი იასპარეზებს.
 
დღეს ვაჟ და გოგონა კალათბურთელთა შორის ნახევარფინალური ეტაპის მატჩები ჩატარდება. ვაჟები - სპორტის სასახლეში, გოგონები კი ვერის ბაღის საკალათბურთო სასახლეში ითამაშებენ.
 
ნახევარფინალური ეტაპის მატჩები გაიმართება ხელბურთში, რომელსაც ახალი სპორტის სასახლე უმასპინძლებს.
 
მედლების ოთხი კომპლექტი გათამაშდება ცურვაში.
 
ფინალისტები გამოვლინდებიან ჩოგბურთში, ფრენბურთსა და კალათბურთში.
 
დღის ამბები