ნაციონალური საკალათბურთო ასოციაციის რამდენიმე კლუბის ყოფილი კალათბურთელი მიიჩნევს, რომ ჯორდანისა და ბრაიანტისგან განსხვავებით, ლებრონ ჯეიმსს არ უნდა ჰქონდეს იმის პრეტენზია, რომ ყველა დროის საუკეთესო კალათბურთელია.
გილბერტ არენასის აზრით, ამის მიზეზი ისაა, რომ ჯეიმსი არაა ეგოისტი.
„ლებრონს აკლია ეგოიზმი. ამიტომ მის გვერდით გუნდში უნდა იყოს ნამდვილი ლიდერი. დუეინ უეიდის მსგავსი ვინმე. მას აკლია ნებისმიერი მეტოქის ერთი-ერთზე დაჩაგვრის უნდა, რაც ჰქონდათ კობის და მაიკლს“, - წერს არენასი ინსტაგრამის ოფიციალურ გვერდზე.