NBA-ს რეგულარულ ჩემპიონატში დალას მავერიკსმა ფინიქსს უმასპინძლა და მეტოქე 91:78 დაამარცხა.
ზაზა ფაჩულიამ მოედანზე 36:22 წუთი გაატარა და 9 ქულა, 15 მოხსნა, 2 პასი, 1 ჩაჭრა მიითვალა. საქართველოს ნაკრების კაპიტანს ორმაგ დუბლამდე 1 ქულა დააკლდა.
ფაჩულიას ჩაჭრა და ჩაგდებული 2 ქულიანი შეხვედრის ერთ-ერთ საუკეთესო ეპიზოდად დაასახელდა.
28 მოგებითა და 22 მარცხით დალასი დასავლეთ კონფერენციაში კვლავ მე-6 ადგილზე იმყოფება. შემდეგ შეხვედრას მავერიკსი 2 თებერვალს, ატლანტას წინააღმდეგ გამართავს.
წყარო: mavs.com