მადრიდის რეალის მცველმა, სერხიო რამოსმა განაცხადა, რომ ის ბარსელონას შემადგენლობაში არასოდეს ითამაშებს. ესპანელი მცველი ასევე, ნეიმარის სამეფო კლუბში შესაძლო ტრანსფერის თემასაც გამოეხმაურა.
"ნეიმარი შესანიშნავი ფეხბურთელია, რომელსაც მატჩის ბედის გადაწყვეტა შეუძლია. სატრანსფერო ბაზარზე შეიძლება ყველაფერი მოხდეს, თუმცა ერთი რამ ნამდვილად ვიცი - მე ბარსელონაში არასოდეს ვითამაშებ," - განაცხადა რამოსმა.
მიმდინარე სეზონში ლა ლიგას ბარსელონა 51 ქულით ლიდერობს, რეალი კი მესამე პოზიციაზე იმყოფება.
წყარო: eurosport