გავრცელებული ინფორმაციით, მილანი არ აპირებს სეზონის ბოლოს მარიო ბალოტელი გამოისყიდოს, რომელიც ლივერპულის საკუთრებაშია.
იტალიელმა თავდამსხმელმა სინიშა მიჰაილოვიჩის იმედები ვერ გაამართლა და მას ინგლისში დაბრუნება მოუწევს.
მიმდინარე სეზონში ბალოტელიმ 7 მატჩი ჩაატარა. ფეხბურთელის ანგარიშზე 2 გატანილი გოლია.
წყარო: eurosport