საქართველოს საკალათბურთო A ლიგის მონაწილე კლუბი კაკტუსი, ამავე ლიგის ბინადარ ვითას, ამერიკელი კლარენს ჯექსონის, თაღლითურად გადაბირებაში სდებს ბრალს და კლუბის წინააღმდეგ საჩივარს კალათბურთის ფედერაციაში გასაგზავნად ამზადებს.
კაქტუსის მთავარმა მწვრთნელმა, არჩილ ჟღენტმა, თამაშის დაწყების წინ გაიგო, რომ ამერიკელი, რომელსაც კლუბთან კონტრაქტი აკავშირებს ვითაში გადადიოდა.
ვითას პრობლემები ამით არ სრულდება. მედია კომპანია, რომელიც VTB ლიგაზე გუნდის გასვლით მატჩების რეპორტაჟებს აწარმოებდა დავალიანების გამო სასამართლოში ჩივილს აპირებს.
ავტორი: დავით ერაძე.