უცხოური მედიის მიერ "მესის საუკეთესო გულშემატკივრად" აღიარებული ავღანელი ბიჭი, ქვეყნის ასაკობრივ ნაკრებთან ერთად ვარჯიშობს.
ფეხბურთის ფედერაციამ 5 წლის მურთაზა აჰმადიას, საჩუქრად ლიონელ მესის მაისური გადასცა და ნაკრებთან ერთად ვარჯიში შესთავაზა.
გავრცელებული ინფორმაციით, არგენტინელი ფეხბურთელი პირადად აპირებს ავღანეთში ჩასვლას და მურთაზასთან შეხვედრას.