მიუნხენის ბაიერნის ნახევარმცველმა, მარიო გიოტცემ, მძიმე ტრავმის შემდეგ გუნდთან ერთად პირველად ივარჯიშა.
გერმანელი ფეხბურთელი გასული წლის 9 ოქტომბერს, ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის მატჩში, ირლანდიის წინააღმდეგ დაშავდა და მას შემდეგ აღდგენით პროცედურებს გადიოდა.
მიმდინარე სეზონში გიოტცემ ბაიერნის რიგებში 7 შეხვედრის ჩატარება მოახერხა. მის ანგარიშზე 1 გოლი და 2 შედეგიანი გადაცემაა.
წყარო: ბაიერნის ოფიციალური Twitter-ის გვერდი.