NBA-ს რეგულარულ ჩემპიონატში დალას მავერიკსმა მაიამის უმასპინძლა და შეხვედრა 3 ქულის სხვაობით 90:93 დათმო.
ზაზა ფაჩულიამ მოედანზე 39 წუთი გაატარა. ქართველმა ცენტრმა 10 ქულა, 15 მოხსნა, 4 პასი და 1 ჩაჭრა მიითვალა. საქართველოს ნაკრების კაპიტანმა მიმდინარე სეზონში 23-ე ორმაგი დუბლი შეასრულა.
28 მოგებითა და 24 მარცხით დალასი დასავლეთ კონფერენციაში მე-6 ადგილს იკავებს. შემდეგ შეხვედრას მავერიქსი 6 თებერვალს, სან ანტონიოს წინააღმდეგ გამართავს.