16 ნოემბერი 2024,   22:40
ვრცლად
BILD – "ვიდალი ბაიერნის ვარჯიშზე ალკოჰოლის ზემოქმედების ქვეშ მივიდა"

გერმანულმა გამომცემლობა BILD-მა გამოაქვეყნა ინფორმაცია, რომლის მიხედვითაც, მიუნხენის ბაერნის ნახევარმცველი, არტურო ვიდალი, კლუბის ვარჯიშზე ალკოჰოლის ზემოქმედების ქვეშ მივიდა. ამ ფაქტმა კი პეპ გვარდიოლას გაღიზიანება გამოიწვია და ფეხბურთელი არაპროფესიონალიზმში დაადანაშალა.

ამ ინფორმაციას არტურო ვიდალი გამოეხმაურა და BILD-ი ტყუილში დაადანაშაულა.

"რაც ამ გაზეთში დაიწერა, ყველაფერი ტყუილია. მე უკვე ვესაუბრე ჩემ ადვოკატს და BILD-ის წინააღმდეგ სარჩელს შევიტან. ცილისწამებისთვის მათ პასუხი უნდა აგონ. მე სრული კონცენტრაციით ვემზადები უახლოესი მატჩებისთვის და მადლობა ბაიერნს მხარდაჭერისთვის," - განაცხადა ჩილელმა.

შეგახსენებთ, რომ ვიდალს ერთხელ უკვე შეექმნა პრობლემები ალკოჰოლთან დაკავშირებით. გასულ ზაფხულს ფეხბურთელი ნასვამ მდგომარეობაში ავტომობილს მართავდა და ავარიაში მოჰყვა.

დღის ამბები