16 ნოემბერი 2024,   22:44
ვრცლად
ედენ აზარი - "მოურინიოს მესიჯი მივწერე და მოვუბოდიშე"

ლონდონის ჩელსის ნახევარმცველმა, ედენ აზარმა, ჟოზე მოურინიოზე გააკეთა კომენტარი. ბელგიელი ფეხბურთელის თქმით, მან მოურინიოს მესიჯი მისწერა და მოუბოდიშა.

"მოურინიოს ჩელსიდან გათავისუფლების შემდეგ მას მესიჯი მივწერე და მოვუბოდიშე, რადგანაც ძალიან დამწყდა გული და თავი დამნაშავედ ვიგრძენი. წინა სეზონში პორტუგალიელ მწვრთნელთან ერთად მე პრემიერლიგის საუკეთესო ფეხბურთელად დამასახელეს, წელს კი ცუდ ფორმაში ვარ და შედეგებზე მეც ვარ პასუხისმგებელი. პასუხად კი პორტუგალიელმა წარმატებები მისურვა," - განაცხადა აზარმა.

2014-2015 წლების სეზონში ლონდონის ჩელსი მოურინიოს ხელმძღვანელობით ინგლისის ჩემპიონი გახდა, მიმდინარე წელს კი გუნდი სატურნირო ცხრილში მე-13 პოზიციას იკავებს. 

 

წყარო: theguardian.com

 

დღის ამბები