ქართველი ძიუდოისტი, ავთანდილ ჭრიკიშვილი 2 წლიანი პაუზის შემდეგ, პარიზის გრან სლემის გამარჯვებულია.
81 წონით კატეგორიის ფინალში ჭრიკიშვილმა ბულგარელი, ივაილო ივანოვი ვაზარით დაამარცხა და ოქროს მედალთან ერთად 500 სარეიტინგო ქულა მოიპოვა.
90 კილოგრამ კატეგორიაში მოჭიდავე ვარლამ ლიპარტელიანი კი პარიზის ტურნირზე ბრინჯაოს მედლის მფლობელი გახდა.