საქართველოს ნაკრეის კალათბურთელმა, გიორგი შერმადინმა, ანდორას რიგებში მორიგი შედეგიანი მატჩი ბარსელონას წინააღმდეგ ჩაატარა, თუმცა მისი გუნდი 5 ქულის სხვაობით 79:84 დამარცხდა.
შერმადინი მოედანზე თანაგუნდელებს შორის საუკეთესო იყო. ქართველმა ცენტრმა პარკეტზე 23 წუთი გაატარა და ამ დროის განმავლობაში 17 ქულა, 6 მოხსნა მიითვალა.
9 მოგებითა და 10 მარცხით ანდორა ესპანეთის ჩემპიონატში მე-9 ადგილზე იმყოფება. შემდეგ მატჩს შერმადინის გუნდი 13 თებერვალს ტენერისეს წინააღმდეგ გამართავს.
წყარო: GBF.ge