იტალიის ჩემპიონატის 23-ე ტურის მატჩში რომის ლაციომ ნაპოლის უმასპინძლა. შეხვედრის მიმდინარეობის დროს დედაქალაქური გუნდის გულშემატკივრებმა ნაპოლის ფერადკანიან ფეხბურთელს, კალიდუ კულიბალის, რასისტული ხასიათის შეურაცხყოფა მიაყენეს.
მომდევნო ტურის შეხვედრაში კი ნაპოლიმ კარპის უმასპინძლა და ადგილობრივმა გულშემატკივრებმა კულიბალის მხარდაჭერა გამოუცხადეს.
"ნეაპოლის ყველა მოსახლე შეურაცხყოფილია. ჩვენ გვინდა, რომ კულიბალიმ მხარდაჭერა იგრძნოს. ჩვენ შენთან ვართ კალიდუ," - ნათქვამია გულშემატკივრების განცხადებაში.
ნაპოლიმ კარპი 1:0 დაამარცხა და სერია ა-ს გათამაშებას 56 ქულით ლიდერობს.