16 ნოემბერი 2024,   22:46
ვრცლად
რუს ფეხბურთელს თურქულ კლუბთან შეხვედრაში პუტინის გამოსახულებიანი მაისური ეცვა

მოსკოვის ლოკომოტივის ფეხბურთელს, დიმიტრი ტარასოვს, ევროპა ლიგაზე თურქულ ფენერბახჩესთან გამართულ შეხვედრაში, ვლადიმერ პუტინის გამოსახულებიანი მაისური ეცვა.

პუტინის პორტრეტს ქვემოთ წარწერა ჰქონდა დატანილი - "ყველაზე თავაზიანი პრეზიდენტი".

მატჩის შემდეგ ტარასოვმა განაცხადა, რომ ის პუტინის მხარდამჭერია და პრეზიდენტს თანადგომა გამოუცხადა.

"პუტინი ჩემი პრეზიდენტია, მას პატივს ვცემ და გადავწყვიტე მეჩვენებინა, რომ ყველგან მის გვერდით ვარ და მხარს ვუჭერ. ამ მაისურზე ის წერია, რისი თქმაც მსურდა," - აღნიშნა ტარასოვმა.

გავრცელებული ინფორმაციით, ამ ფაქტს UEFA-ს სადისციპლინო კომიტეტი განიხილავს. რუს ფეხბურთელს 10 მატჩიანი დისკვალიფიკაცია, ხოლო მოსკოვის ლოკომოტივს კი გარკვეული სახის სანქციები ემუქრება.

UEFA-ს წესდების თანახმად, საფეხბურთო მატჩის დროს იდეოლოგიური, პოლიტიკური და რელიგიური ფორმის პროპაგანდა აკრძალულია.

შეხვედრა ფენერბახჩეს გამარჯვებით 2:0 დასრულდა.

შეგახსენებთ, რომ რუსეთსა და თურქეთს შორის დაძაბული პოლიტიკური სიტუაციაა.

 

წყარო: Eurosport

დღის ამბები