მანჩესტერ იუნაიტედის კაპიტანმა, ვეინ რუნიმ, მუხლის ტრავმა მიიღო და 2 თვის გამოტოვება მოუწევს.
ინგლისელმა თავდამსხმელმა მუხლი ვარჯიშის დროს დაიზიანა და Guardian-ის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, რუნის აღდგენითი პროცესი 2 თვე გაგრძელდება.
იუნაიტედს დანიაში ევროპის ლიგაზე მიდტიულანდის წინააღმდეგ გასამართ შეხვედრაში ძირითადი შემადგენლობის კიდევ 8 ფეხბურთელი დააკლდება - მარუან ფელაინი, მატეო დარმიანი, ლუკ შოუ, ანტონიო ვალენსია, ეშლი იანგი, მარკოს როხო, ფილ ჯონსი და ბასტიან შვაინშტაიგერი.