საჯარო რეესტრმა ფუტსალის ასოციაციის ახალარჩეული პრეზიდენტი ოთარ ხიზანეიშვილი არ დაარეგისტრირა.
ამის მიზეზი კანონის 19-ე მუხლის მეხუთე პუნქტი გახდა, რომლის თანახმადაც რეესტრს უფლება არ აქვს დაარეგისტრიროს მესამე მხარის მიერ წარდგენილი მოწმობა.
ფუტსალის ასოციაციის ყოფილ პრეზიდენტს, ლევან ცქიტიშვილს, გამგეობის წინააღმდეგ სააპელაციო სასამართლოში სარჩელი აქვს შეტანილი, რომლის განხილვაც 21 აპრილს მოხდება.