დღეს ჩემპიონთა ლიგის 1/8-ფინალური ეტაპზე 2 საინტერესო და გამორჩეული შეხვედრა გაიმართება.
ლონდონში არსენალი ბარსელონას უმასპინძლებს. ბარსელონასთან ინგლისურ გუნდს ცუდი მოგონებები აკავშირებს, რადგან 2010 და 2011 წლებში ზედიზედ ორჯერ დამარცხდა ტურნირის ფლეი-ოფში. მეთოფეებს დღეს მიკელ არტეტა, სანტი კაზორლა, გაბრიელი, ჯეკ უილშირი და ტომაშ როსიცკი დააკლდებათ, ხოლო კატალონელებს შედარებით მსუბუქი დანაკლისი აქვთ – ტრავმირებული რაფინიას და დისკვალიფიცირებული არდა თურანის სახით.
ტურინში კი იუვენტუსი მიუნხენის ბაიერნს მიიღებს. გუნდები დღევანდელ შეხვედრას კარგ ფორმაში ხვდებიან, თუმცა ორივე გუნდს აქვს დანაკლისი - ბაიერნს ცენტრალური მცველები: ხავი მარტინესი, ჟერომ ბოატენგი და ჰოლგერ ბადშტუბერი არ ეყოლება, ხოლო იუვენტუსს კვადვო ასამოა, ალექს სანდრო, ჯორჯო კიელინი და მარტინ კასერესი დააკლდება.
შეხვედრები თბილისის დროით 23:45 საათზე დაიწყება.