მადრიდის რეალის 31 წლის ფეხბურთელი, კრიშტიანო რონალდო, საფეხბურთო კარიერის დასრულების შემდეგ მსახიობობას აპირებს. ამის შესახებ პორტუგალიელმა ესპანურ გამოცემა AS-თან ინტერვიუში განაცხადა.
"სამომავლოდ ჰოლივუდში ძალების მოსინჯვა? რატომაც არა?! მე უკვე მქონდა მსგავსი შემოთავაზება, მაგრამ ამჟამინდელი გრაფიკის გამო ეს გამორიცხულია. თუმცა სამომავლოდ ჩემთვის საინტერესო იქნებოდა. არ მაქვს პრეტენზია მთავარ როლზე, შეიძლება ეს იყოს ეპიზოდური შესრულება. არ გამოვირჩევი მსახიობის ნიჭით, მაგრამ ბევრი მუშაობის შემდეგ პროგრესის მიღწევა შესაძლებელია. მსახიობობა ლამაზი და რთული პროფესიაა. დარწმუნებული ვარ, ადრე თუ გვიან დიდ კინოში მივიღებ მონაწილეობას," - განაცხადა რონალდომ.
მიმდინარე სეზონში ლა ლიგაში ჩატარებულ 25 შეხვედრაში კრიშტიანო რონალდოს 22 გოლი და 8 შედეგიანი გადაცემა აქვს შესრულებული. მადრიდის რეალი კი სატურნირო ცხრილში მესამე პოზიციას იკავებს.