16 ნოემბერი 2024,   22:48
ვრცლად
ჩემპიონთა ლიგის მიმოხილვა - 4 გატანილი გოლი ტურინში და მესის დუბლი ლონდონში

ჩემპიონთა ლიგის 1/16-ფინალურ ეტაპზე 2 საინტერესო და გამორჩეული შეხვედრა გაიმართა. არსენალმა ბარსელონას უმასპინძლა, იუვენტუსმა კი მიუნხენის ბაიერნს.

ტურინში გერმანული კლუბი თომას მიულერის და არიენ რობენის გოლების წყალობით 0:2 ამარცხებდა მეტოქეს, თუმცა ჯერ პაულო დიბალამ ანგარიში შეამცირა, ხოლო 76-ე წუთზე შეცვლაზე შემოსულმა, სტეფანო სტურარომ, საბოლოო შედეგი დააფიქსირა - ფრე 2:2.

ლონდონში კი ბარსელონამ წყვილის ფავორიტის სტატუსი გაამართლა და ლიონელ მესის დუბლის წყალობით არსენალი 0:2 დაამარცხა.

გუნდებს შორის საპასუხო შეხვედრები 16 მარტს გაიმართება.

დღეს კიდევ 2 შეხვედრა ჩატარდება. დინამო კიევი მანჩესტერ სიტის უმასპინძლებს, ხოლო ჰოლანდიაში პსვ მადრიდის ატლეტიკოს დაუპირისპირდება.

 

ვიდეო: Goalsarena.org

დღის ამბები