ესპანეთის საფეხბურთო ჩემპიონატის გამორჩეული შეხვედრა - ბარსელონა-მადრიდის რეალი 2 აპრილს გაიმართება. მატჩი კამპ ნოუზე ჩატარდება.
თავდაპირველად თამაში 3 აპრილს იყო დაგეგმილი, თუმცა ფეხბურთის ფედერაციის გადაწყვეტილებით, თარიღმა 1 დღით გადმოიწია.
გუნდებს შორის მადრიდში გამართული შეხვედრა ბარსელონას გამარჯვებით 0:4 დასრულდა.
ლა ლიგას კატალონიური კლუბი ლიდერობს და მესამე ადგილზე მყოფ სამეფო კლუბს 12 ქულით უსწრებს.
წყარო: ბარსელონას Twitter-ის გვერდი.