16 ნოემბერი 2024,   19:46
ვრცლად
ნაპოლის ფეხბურთელი გაქურდეს და შემდეგ ფიორენტინას კარში გოლის გატანა სთხოვეს

ნაპოლის ფეხბურთელის, ლორენცო ინსინიეს, მანქანას, სადაც ის მეუღლესთან ერთად იჯდა, თავს 2 შეიარაღებული ადამიანი დაესხა.

თავდამსხმელებმა ინსინიეს Rolex-ის ფირმის საათი, სამაჯური და 800 ევრო გასტაცეს, ხოლო შემდეგ ფიორენტინას კარში გოლის გატანა სთხოვეს.

"ლორენცო შოკურ მდგომარეობაში იმყოფება, კიდევ კარგი მასთან ერთად ბავშვები არ იმყოფებოდნენ. ეს საშინელი ფაქტია, მაგრამ ინსინიე ამას გაუმკლავდება. თავდამსხმელებმა ზუსტად იცოდნენ ვის გაქურდვასაც აპირებდნენ," - განაცხადა ფეხბურთელის აგენტმა.

ამ ფაქტს ნეაპოლის პოლიცია იძიებს.

ფიორენტინას წინააღმდეგ გამართული შეხვედრა ფრედ 1:1 დასრულდა. ინსინიეს კი გოლი არ გაუტანია.

 

წყარო: Eurosport

დღის ამბები