სან დიეგოს ქართველი კალათბურთელი, დუდა სანაძე, სტუდენტური ლიგის ვესტ ქოუსთის კონფერენციის კვირის მოთამაშედ დაასახელეს.
გასულ კვირას სანაძემ პორტლენდთან შეხვედრაში 38 ქულა ჩააგდო და გუნდის რეკორდსმენი გახდა. ქართველი კვირის საუკეთესო კალათბურთელად პირველად დასახელდა.
ამერიკის სტუდენტურ ლიგაში დუდა სანაძე ბოლო სეზონს ატარებს.
წყარო:GBF.ge