ესპანეთის საკალათბურთო ჩემპიონატში ბილბაო ბასკეტმა ანდორა მორაბანკს უმასპინძლა და მეტოქე 72:83 დაამარცხა.
გიორგი შერმადინი ანდორას რიგებში სასტარტო ხუთეულში იმყოფებოდა და მოედანზე 24 წუთი გაატარა. ქართველმა კალათბურთელმა 10 ქულა, 7 მოხსნა, 3 დაფარება და 1 ჩაჭრა მიითვალა. შერმადინმა მარგი ქმედების კოეფიციენტის მიხედვით თანაგუნდელებს შორის მესამე ადგილი დაიკავა.
9 მოგებითა და 12 წაგებით ანდორა სატურნირო ცხრილში მე-10 პოზიციაზე იმყოფება.
წყარო: GBF.ge