საქართველოს 17-წლამდე ნაკრებმა მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე სომხეთის 18-წლამდე გუნდს უმასპინძლა და მეტოქე 4:1 დაამარცხა.
ანგარიში სომეხმა ფეხბურთელებმა მე-8 წუთზე გახსნეს, რასაც ქართველთა მხრიდან 4 გატანილი გოლი მოჰყვა. (1:1 ხარაბაძე 41", 2:1 ჩაკვეტაძე 45პენ. 3:1 ხარაბაძე 60, 4:1 დავითაშვილი 75)
ელიტ-რაუნდამდე საქართველოს ნაკრები კიდევ ერთ ამხანაგურ შეხვედრას კვლავ სომხეთის წინაღმდეგ ჩაატარებს. მატჩი 3 მარტს გაიმართება.
ფოტო: ფეხბურთის ფედერაციის Facebook-ის გვერდი.