16 ნოემბერი 2024,   19:37
ვრცლად
პრემიერლიგა - ლესტერმა ქულები დაკარგა და ტოტენჰემის შანსი

გუშინ, ინგლისის პრემიერლიგაში 5 შეხვედრა გაიმათა.

ჩემპიონატის ლიდერმა, ლესტერმა საკუთარ მოედანზე ვეტ ბრომვიჩს უმასპინძლა და საჭირო 2 ქულა დაკარგა. შეხვედრაში ანგარიში სტუმრებმა გახსნეს, თუმცა ლესტერმა პირველივე ტაიმში შეძლო 2 გოლი გატანა და დაწინაურება. მატჩის მეორე ნახევრის 50-ე წუთზე კი კრეიგ გარდნერმა საჯარიმო დარტყმით საბოლოო შედეგი დააფიქსირა - ფრე 2:2. აღსანიშნავია, რომ დარჩენილ დროში ლესტერი დიდ უპირატესობას ფლობდა და გუნდმა 2-ჯერ ბურთი ხარიხას გაარტყა, თუმცა 3 ქულის მოპოვება ვერ შეძლო და ლონდონის ტოტენჰემს გადასწრების შანსი მისცა.

ლონდონური კლუბი თავის შეხვედრას სტუმრად ვეტ ჰემის წინააღმდეგ დღეს ჩაატარებს. მოგების შემთხვევაში კი ტოტენჰემს ლესტერთან თანაბარი 57 ქულა ექნება და პრემიერლიგის ლიდერი გახდება.

სხვა შეხვედრები ასეთი ანგარიშებით დასრულდა;

ასტონვილა - ევერტონი 1:3

სანდერლენდი - კრისტალ პალასი 2:2

ბორნმუთი - საუთჰემპტონი 2:0

ნორვიჩი - ჩელსი 1:2

 

ვიდეო: Goalsarena.org

დღის ამბები