"ჯანი ინფანტინომ დელეგატების ხმები იყიდა,"- ეს განცხადება იტალიის საფეხბურთო კლუბ პალერმოს პრეზიდენტმა, მაურიციო ძამპარინიმ გააკეთა. მისი თქმით, FIFA-ს არჩევნებში ინფანტინომ ხმების საჭირო რაოდენობა მხოლოდ ფინანსური მაქინაციებით მოაგროვა.
"ფიფაში ბიუროკრატიული სისტემა არ იცვლება, ინფანტინო მხოლოდ იმიტომ აირჩიეს პრეზიდენტად, რომ მან შეიხ სალმან ბინ იბრაჰიმ ალ-ხალიფაზე მეტი ხმის ყიდვა შეძლო,"- განაცხადა ძამპარინიმ.
არჩევნები 26 თებერვალს ჩატარდა და ინფანტინომ 115 დელეგატის ხმა მიიღო.