მადრიდის რეალის მთავარმა მწვრთნელმა, ზინედინ ზიდანმა, კლუბის ამჟამინდელ მდგომარეობაზე გააკეთა კომენტარი. ფრანგის თქმით, ატლეტიკოსთან წაგების შემდეგ სამეფო კლუბმა ერთიანობა უნდა შეინარჩუნოს და მომავალ შეხვედრებზე მოახდინოს კონცენტრირება.
"როდესაც რეალი ჩავიბარე, თავიდან ჩვენ კარგად ვთამაშობდით, მაგრამ ატლეტიკოსთან წაგების შემდეგ ცუდ მდგომარეობაში აღმოვჩნდით. დარწმუნებული ვარ ყველაფერი უკეთესობისკენ შეიცვლება. მთავარია გუნდში ერთიანობა შევინარჩუნოთ და სრული კონცენტრაციითმ ოვემზადოთ ლევანტეს წინააღმდეგ გასამართი მატჩისვის. მე ყველა ფეხბურთელისგან მაქსიმუმს ვითხოვ,"- განაცხადა ზიდანმა.
მადრიდის რეალი ესპანეთის ლა ლიგაში 54 ქულით მესამე ადგილს იკავებს.
წყარო: Eurosport