NBA-ს რეგულარული ჩემპიონატის მატჩში გოლდენ სტეიტმა სტეფან კარის გარეშე ატლანტა დაძაბულ ბრძოლაში 109:105 დაამარცხა.
მოედანზე მარგი ქმედების კოეფიციენტის მიხედვით საუკეთესო დრაიმონდ გრინი იყო, რომელმაც 15 ქულა, 13 მოხსნა, 9 პასი და 4 ჩაჭრა შეასრულა. კლეი ტომპსონმა კი 26 ქულა მოაგროვა.
ოქროს შტატელები დასავლეთ კონფერენციას ლიდერობენ და უკვე მოიპოვა ფლეი-ოფში ასპარეზობის უფლება, თუმცა მანამდე გოლდენ სტეიტს კიდევ 23 შეხვედრა აქვთ ჩასატარებელი.
წყარო: Eurosport