საფრანგეთში გასამართი ევროპის ჩემპიონატი ფეხბურთში შესაძლოა მაყურებლების გარეშე ჩატარდეს. ეს განცხადება ტურნირის საორგანიზაციო კომიტეტის წარმომადგენელმა გააკეთა. ამის მიზეზი ტერორიზმის დიდი საფრთხეა.
"ტერორიზმის საფრთხის გამო შესაძლოა მატჩების ჩატარების ადგილის შეცვლა ან მათი მაყურებლების გარეშე ჩატარება გახდეს საჭირო,"- განაცხადა მარტინ კალენმა, რომელიც ევრო2016-ის დირექტორია.
ევროპის ჩემპიონატი 10 ივნისს დაიწყება და 10 ივლისამდე გაგრძელდება.
წყარო: BBC