მადრიდის რეალის მთავარმა მწვრთნელი, ზინედინ ზიდანი, ატლეტიკოსთან დამარცხების შემდეგ კრიშტიანო რონალდოს მიერ გაკეთებულ განცხადებას გამოეხმაურა. ფრანგის თქმით, პორტუგალიელი ფეხბურთელი თანაგუნდელებს უკვე ესაუბრა და გუნდი მას გვერდში უდგას.
"რონალდო უკვე ესაუბრა თანაგუნდელებს. მასთან ამ თემასთან დაკავშირებით მეც მქონდა კომინუკაცია. ეს უკვე წარსულია და გუნდი მის გვერდით არის. ჩვენ ერთად გავაგრძელებთ წინსვლას," - განაცხადა ზიდანმა.
სამეფო კლუბი ესპანეთის ლა ლიგაში მესამე პოზიციას იკავებს და ლიდერ ბარსელონას 12 ქულით ჩამორჩება.