ესპანეთის საფეხბურთო ჩემპიონატის 27-ე ტურში მალაგამ ვალენსიას უმასპინძლა და 1:2 დამარცხდა.
მატჩის 14-ე წუთზე მასპინძლები დაწინაურდნენ, თუმცა პირველი ტაიმის მიწურულს მალაგას კამერუნელმა მეკარემ, კარლოს კამენიმ, საკუთარ კარში ავტოგოლი გაიტანა და სტუმრებს ანგარიში გათანაბრების საშუალება მისცა. Eurosport-ის შეფასებით - "შესაძლოა ეს იყოს მიმდინარე სეზონის ყველაზე გამორჩეული ავტოგოლი, ხოლო კამენის რეკომენდაციას ვუწევთ კარიერა კამერუნის ხელბურთის ნაკრებში გააგრძელოს,". შეხვედრაში საბოლოო ანგარიში დენის ჩერნიშევმა დააფიქსირა - 1:2 ვალენსიას სასარგებლოდ.
ლა ლიგაში ვალენსია მეცხრე ადგილს იკავებს, ხოლო მალაგა მე-11 პოზიციაზე იმყოფება.
წყარო: Eurosport