ესპანეთის ჩემპიონატის 27-ე ტურში მადრიდის რეალმა სტუმრად ლევანტე 1:3 დაამარცხა.
ანგარიში კრიშტიანო რონალდომ თერთმეტმეტრიანი დარტყმით გახსნა. პირველი გოლიდან 4 წუთში სამეფო კლუბმა უპირატესობა გაზარდა. რეალის აკადემიის აღზრდილის, ბორხა მაიორალის დარტყმული ბურთი ჯერ ძელს მოხვდა, ხოლო შემდეგ ლევანტეს მეკარეს და კარის ხაზიც გადაკვეთა. ვალენსიურმა გუნდმა ანგარიშში სხვაობა გაშვებული გოლიდან 1 წუთში შეამცირა, თუმცა მეტის მოხერხება ვეღარ შეძლო. საბოლოო შედეგი შეხვედრის ბოლოს ისკომ დააფიქსირა - 1:3 რეალის სასარგებლოდ.
სამეფო კლუბი ლა ლიგაში მესამე ადგილს იკავებს და ლიდერ ბარსელონას 9 ქულით ჩამორჩება.
ვიდეო: Goalsarena.org