გერმანიის საფეხბურთო ჩემპიონატის 24-ე ტურში მიუნხენის ბაიერნმა მაინცს უმასპინძლა და მიმდინარე სეზონში საკუთარ მოედანზე პირველად დამარცხდა.
ანგარიში 26-ე წუთზე სამპიერომ გახსნა. მეორე ტაიმში კი არიან რობენმა გაათანაბრა, თუმცა მატჩის მიწურულს მაინცმა მოახერხა გამარჯვების მოპოვება. აღსანიშნავია, რომ შესანიშნავი შეხვედრა ჩაატარა მაინცის მეკარემ, კარიუსმა, რომელმაც რამდენიმე რთული ბურთი აიღო.
ბაიერნის წაგებით დორტმუნდის ბორუსიამ ისარგებლა და მიუნხენურ კლუბთან ჩამორჩენა 5 ქულამდე შეამცირა.