16 ნოემბერი 2024,   20:19
ვრცლად
საქართველოს 17-წლამდე ნაკრებმა სომხეთი კვლავ დიდი ანგარიშით დაამარცხა

საქართველოს 17-წლამდე ნაკრებმა მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე სომხეთის 18-წლამდე გუნდთან მეორე ამხანაგური შეხვედრა ჩაატარა და მეტოქე კვლავ დიდი ანგარიშით - 3:0 დაამარცხა.

გოლები გიორგი ივანიაძემ, ბექა ქავთარაძემ და გიორგი ივანიაძემ გაიტანეს.

გუნდებს შორის 1 მარტს გამართული შეხვედრა ქართველი ფეხბურთელების გამარჯვებით 4:1 დასრულდა.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს ნაკრები ევროპის ჩემპიონატის ელიტ-რაუნდში იასპარეზებს, რომელიც 15-დან 20 მარტის ჩათვლით თბილისში ჩატარდება. 

ფოტო: ფეხბურთის ფედერაციის Facebook-ის გვერდი.

დღის ამბები