საქართველოს 19-წლამდე ნაკრებმა ამხანაგურ შეხვედრაში სტუმრად მონტენეგრო 0:2 დაამარცხა და გუნდებს შორის 2 დღის წინა გამართულ შეხვედრაში დამარცხებისთვის (2:0) რევანში აიღო.
ქართველი ფეხბურთელებიდან გოლები რატი არდაზიშვილმა და შერმადინ ართმელაძემ გაიტანეს.
19-წლამდე ნაკრები ელიტ-რაუნდისთვის მოსამზადებელ ეტაპს გადის. გუნდი 24-29 მარტს ესპანეთში ევროპის ჩემპიონატის შესარჩევ ტურნირში მიიღებს მონაწილეობას. საქართველოს მეტოქეები ესპანეთის, ინგლისის და საბერძნეთის ნაკრები გუნდები იქნებიან.
წყარო: GFF.ge