სამი დღის მანძილზე თბილისის ახალი სპორტის სასახლე დევისის თასის გათამაშების მეორე ჯგუფის შეხვედრებს უმასპინძლებს. საქართველოს ჩოგბურთელთა ნაკრები დანიის გუნდს მასპინძლობს
დღეს თბილისის საკრებულოს შენობაში გათამაშების კენჭისყრა გაიმართა, გათამაშების პირველი შეხვედრა ხვალ, 4 მარტს თბილისის დროით 13:00 საათზე დაიწყება. ერთმანეთს ნიკოლოზ ბასილაშვილი და კრისტიან სიგსგარდი დაუპიისპირდებიან.
გამარჯვების შემთხვევაში საქართველოს ნაკრების შემდეგი მეტოქე ზიმბაბვესა და ფინეთს შორის გამარჯვებული იქნება.