ინგლისის საფეხბურთო კლუბების მანჩესტერ იუნაიტედის, ჩელსის, არსენალის, მანჩესტერ სიტის და ლივერპულის ხელმძღვანელებმა ამერიკელ მილიარდელთან, სტივენ როსტან ერთად ახალი ევროპული საფეხბურთო სუპერლიგის შექმნის შესახებ დახურულ კარს მიღმა ისაუბრეს.
გამოცემა Sun-ის მტკიცებით, საიდუმლო მოლაპარაკება ლონდონში, ერთ-ერთ სასტუმროში გაიმართა და მას კლუბების მმართველები ესწრებოდნენ.
გავრცელებულ ინფორმაციას UEFA გამოეხმაურა. ევროპული ფეხბურთის მმართველ ორგანიზაციაში აცხადებენ, რომ მზად არიან, არსებულ ევროტურნირებში კონკრეტული ცვლილებების შეტანის წინადადებები განიხილონ, თუმცა მათ მნიშვნელოვან გადაკეთებას ან ახალი ლიგის შექმნას არ დაუშვებენ.