ესპანეთის საფეხბურთო ჩემპიონატის 27-ე ტურში მადრიდის რეალმა სელტას უმასპინძლა და მეტოქე გამანადგურებელი ანგარიშით 7:1 დაამარცხა.
მადრიდელებმა პირველი ტაიმი 1:0 მოიგეს, ხოლო მატჩის მეორე ნახევარი კრიშტიანო რონალდოს ბენეფისად იქცა. პორტუგალიელმა 26 წუთის განმავლობაში 4 გოლი გაიტანა. აღსანიშნავია, რომ ტრავმის შემდეგ პირველი შეხვედრა ჩაატარა გარეთ ბეილმა და თავი გატანილი გოლით გამოიჩინა.
ლა ლიგაში სამეფო კლუბი მესამე პოზიციას იკავებს და ლიდერ ბარსელონას 9 ქულით ჩამორჩება.
ვიდეო: Goalsarena.org