16 ნოემბერი 2024,   20:42
ვრცლად
შერმადინის 12 ქულა და ანდორას გამარჯვება

ესპანეთის საკალათბურთო ჩემპიონატში მორაბანკ ანდორამ, რომლის ღირსებასაც ქართველი გიორგი შერმადინი იცავს, ესტუდიანტესს უმასპინძლა და ზედიზედ 3 წაგების შემდეგ მოიპოვა გამარჯვება - 84:82 ანდორას სასარგებლოდ.

შერმადინმა მოედანზე 24 წუთი გაატარა და 12 ქულა, 1 დაფარება, 1 პასი მიითვალა. აღსანიშნავია, რომ ქართველმა კალათბურთელმა, რომლის სიმაღლეც 216 სანტიმეტრია, მოედანი მოხსნის გარეშე დატოვა.

10 მოგებითა და 12 მარცხით ანდორა ცხრილში მე-10 პოზიციაზე იმყოფება. მომდევნო მატჩს შერმადინის გუნდს 13 მარტს, მადრიდში რეალის წინააღმდეგ გამართავს.

 

წყარო: GBF.ge

დღის ამბები