16 ნოემბერი 2024,   20:34
ვრცლად
"მე არ შემეძლო მსგავსი რამ გამეკეთებინა," - ზინედინ ზიდანი

მადრიდის რეალის მთავარმა მწვრთნელმა ზინედინ ზიდანმა სელტას 7:1 დამარცხების შემდეგ კრიშტიანო რონალდოს თამაშზე ისაუბრა და ფეხბურთელის შესაძლებლობები შეაქო. ზიდანის თქმით, მას არ შეეძლო გაეკეთებინა ის, რასაც დღესდრეობით რონალდო აკეთებს.

"გულშემატკივრების სტვენა? ისინი რონალდოს არ უსტვენდნენ. მადრიდელი ქომაგები თავისი გუნდისგან ყოველთვის მაქსიმუმს ითხოვენ. რონალდომ 4 გოლი გაიტანა. ის უნიკალურია, ამ ყველაფერს ბევრი ვერ შეძლებს. პორტუგალიელი ძალიან ძლიერია და შესანიშნავად თამაშობს, მას შეუძლია 4 გოლის გატანა 40 წუთის განამავლობაში. მე კი არ შემეძლო მსგავსი რამ გამეკეთებინა," -განაცხადა ზიდანმა.

სელტასთან მატჩში რონალდომ 26 წუთის განამავლობაში პოკერის შესრულება შეძლო და ლა ლიგის ისტორიაში საუკეთესო ბომბარდირებს შორის 252 გატანილი გოლით მეორე ადგილზე გადაინაცვლა. პირველ ადგილს ლიონელ მესი (305) იკავებს.

სამეფო კლუბი კი ესპანეთის ჩემპიონატში მესამე პოზიციაზე იმყოფება და ლიდერ ბარსელონას 9 ქულით ჩამორჩება.

 

წყარო: football-espana

დღის ამბები