ბექა ბურჯანაძის გუნდმა, ლეიმა ბასკეტმა ესპანეთის რანგით მეორე დივიზიონში აუტსაიდერ პრატ ხუვენტუტს უმასპინძლა და 19 ქულის სხვაობით - 96:77 დაამარცხა.
ქართველმა კალათბურთელმა პარკეტზე გატარებულ 26 წუთში 18 ქულა, 6 მოხსნა და 1 ჩაჭრა მიითვალა. ბურჯანაძის მარგი ქმედების კოეფიციენტმა 24 ერთეული შეადგინა და ის ამ მაჩვენებლით ორივე გუნდის შემადგენლობაში საუკეთესო იყო.
13 მოგებითა და 11 მარცხით ლეიმა ბასკეტი ცხრილში 4-6 ადგილებს ბურგოსსა და ბარსელონასთან ერთად იყოფს.
წყარო: GBF.ge