16 ნოემბერი 2024,   20:23
ვრცლად
ლებრონ ჯეიმსი ზედიზედ ჩატარებულ 700 მატჩში მინიმუმ 10 ქულას აგროვებს

NBA-ს რეგულარულ ჩემპიონატში კლივლენდმა ბოსტონი 120:103 დაამარცხა. შეხვედრის ყველაზე შედეგიანი კალათბურთელი ლებრონ ჯეიმსი გახდა, რომელმაც 28 ქულა მოაგროვა.

ბოლოს ჯეიმსმა ერთ შეხვედრაში 10 ქულაზე ნაკლები 2007 წლის 5 იანვარს ჩააგდო. ამის შემდეგ ამერიკელ კალათბურთელს ზედიზედ ჩატარებულ 700 შეხვედრაში მინიმუმ 10 ქულა აქვს მოპოვებული. ამ მაჩვენებლით ლებრონი მხოლოდ მაიკლ ჯორდანს (866 მატჩი) და კარიმ აბდულ-ჯაბარს (787 მატჩი) ჩამორჩება.

კლივლენდი აღმოსავლეთ კონფერენციას ლიდერობს. გუნდს 61 ჩატარებულ შეხვედრაში 44 გამარჯვება აქვს.

წყარო: Eurosport

დღის ამბები