პრემიერლიგის 29-ე ტური წარმატებული გამოდგა ლესტერისთვის. გუნდმა სტუმრად მოიგო, უშუალო კონკურენტების მატჩი კი ფრედ დასრულდა. შედეგად ლესტერი მეორეადგილოსან ტოტენჰემს 5 ქულით უსწრებს.
ლონდონურ დერბიში, რომელშიც ტოტენჰემმა არსენალს უმასპინძლა, ანგარიში 39-ე წუთზე სტუმრებმა გახსნეს. მეორე ტაიმის დასაწყისში მეტოქე გუნდის ფეხბურთელთან უხეშობის გამო მსაჯმა მოედნიდან არსენალის ფეხბურთელი გააძევა. ამ ფაქტის შემდეგ უპირატესობას ტოტენჰემი დაეუფლა და 2 წუთიან მონაკვეთში 2 გოლი გაიტანა, თუმცა მატჩის გამარჯვებამდე მიყვანა მაინც ვერ შეძლო. შეხვედრაში საბოლოო ანგარიში 76-ე წუთზე ალექსის სანჩესმა დააფიქსირა - ფრე 2:2.
პრემიერლიგას ლესტერი 60 ქულით ლიდერობს. ჩემპიონატის დასრულებამდე კი 9 ტურია დარჩენილი.
ჩელსი - სტოკი 1:1
ევერტონი - ვესტ ჰემი 2:3
სიტი - ასტონ ვილა 4:0
ნიუკასლი - ბორნუთი 1:3
საუთჰემპტონი - სანდერლენდი 1:1
სუონსი 1:0 ნორვიჩი
ვოტფორდი - ლესტერი 0:1
ვიდეო: Goalsarena.org