16 ნოემბერი 2024,   20:43
ვრცლად
The Sun – "ჩელსის ლუკაკუს დაბრუნება სურს"

The Sun-ის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ლონდონის ჩელსის ევერტონის ბელგიელი თავდამსხმელის, რომელუ ლუკაკუს დაბრუნება სურს.

არისტოკრატები ლივერპულურ გუნდთან მოლკაპარაკებების დაწყებას აპირებენ და მზად არიან ფეხბურთელის სანაცვლოდ 56 მილიონი ფუნტი, დაახლოებით 72 მილიონი ევრო გადაიხადონ.

ლუკაკუმ ჩელსი 2014 წელს 35 მილიონი ევროს სანაცვლოდ დატოვა.

მიმდინარე სეზონში 22 წლის თავდამსხმელმა 28 ჩატარებულ მატჩში 18 გოლი გაიტანა და 6 შედეგიანი გადაცემა შეასრულა. 

 

წყარო: The Sun

 

დღის ამბები