16 ნოემბერი 2024,   20:34
ვრცლად
დინამომ მერანი დაამარცხა და ჩემპიონატს დამაჯერებლად ლიდერობს

საქართველოს უმაღლესი ლიგის მე-19 ტურის შეხვედრაში თბილისის დინამომ მარტვილის მერანს უმასპინძლა და მეტოქე 2:0 დააფიქსირა.

დინამოს შემადგენლობიდან გოლები გიორგი ქვილითაიამ და ალექსანდრე ამისულაშვილმა გაიტანეს.

თბილისელებმა გორის დილას ქულების დაკარგვით ისარგებლეს და მეორეადგილოსანთან სხვაობა 12 ქულამდე გაზარდეს. საქართველოს ჩემპიონატს დინამო 52 ქულით ლიდერობს.

ფოტო: Fcdinamo.ge

დღის ამბები