NBA-ს რეგულარულ სეზონში ზაზა ფაჩულიას დალას მავერიკსმა სტუმრად დენვერ ნაგეტცთან ოვერტაიმში 114:116 დამარცხდა.
ქართველმა ცენტრმა მოედანზე 10 წუთი გაატარა და 4 ქულა და 2 მოხსნა დააგროვა. მისმა გერმანელმა თანაგუნდელმა, დირკ ნავიცკიმ კი ყველაზე მეტი 30 ქულა და 6 მოხსნა მიითვალა.
33 მოგებითა და 30 მარცხით დალასი დასაველთ კონფერენციაში 6-7 ადგილებს პორტლენდთან იყოფს.
ფოტო: Mavs.com