"მადრიდის რეალის ლეგენდის ტრაგედია," - ასე ეხმაურება უცხოური მედია იკერ კასილიასის შეცდომას, რომელიც ესპანელმა მეკარემ ბრაგა-პორტუს შეხვედრის დროს დაუშვა.
მატჩის დამატებით წუთებზე კასილიასი ბურთის მოსაგერიებლად საჯარიმოდან გამოვიდა, თუმცა უხეში შეცდომა დაუშვა და მეტოქე გუნდის ფეხბურთელს გოლის გატანის საშუალება მისცა. 3:1 ბრაგას სასარგებლოდ.
პორტუგალიის ჩემპიონატში პორტუ მესამე ადგილზე იმყოფება და ლიდერ ბენფიკას 6 ქულით ჩამორჩება.
წყარო: 101greatgoals.com
ფოტო: არქივი